

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ „მხიარულ სტარტებში“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 9 სკოლის გუნდი (ვაშლევის, ხევის, ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, ბორის, ვახანის, ნადაბურის, ხარაგაულის #3, კიცხისა და ხარაგაულის #2 საჯარო) ჩაერთო.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის #2 და კიცხის საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ.
უკვე მეორე წელია, რეგიონალური ტურის საგზურს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდი არავის უთმობს.
წელს ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შემდეგი შეჯიბრი პარასკევს, 24 მარტს, ფრენბურთში გაიმართება.
ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,