

დღეს, 22 თებერვალს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ხელბურთში შეჯიბრება გაიმართა.
შეჯიბრში ხარაგაულის #2, #3 და ბორითის საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
კენჭისყრის შედეგად, ნახევარფინალურ მატჩში, ერთმანეთს ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ანგარიშით 6:5 ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბორითისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.
რეგიონული ტურის საგზური ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ნინო ხარაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ხელბურთში გოგონათა გუნდი მხოლოდ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლამ წარმოადგინა, ამიტომ ის ავტომატურად გადავა ხელბურთის რეგიონალურ ტურში.
შემდეგი შეხვედრა ხვალ, 23 თებერვალს, მაგიდის ჩოგბურთში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში გასული წლის 25 ნოემბერს დაიწყო და სპორტის 12 სახეობაში ჩატარდება.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის