

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე განმეორებით დააყენეს.
მისი გადაყენების მცდელობა პირველ აგვისტოს უშედეგოდ დასრულდა.
7 ნოემბერს გამართულ ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 35-ვე დეპუტატი მონაწილეობდა. ინგა მაღრაძის გადაყენებას მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა, 7 დეპუტატი წინააღმდეგი აღმოჩნდა. საკრებულოს წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვერ იქნებოდა.
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილს მიაჩნია, რომ საკრებულოში თანამდებობებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.
თავად ინგა მაღრაძე კი აცხადებს, რომ საკრებულოში საქმიანობას აქტიურად გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია, დეპუტატები ვის დაასახელებენ და აირჩევენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
ამავე თემაზე:
დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას განმეორებით ცდილობენ
რას უჩივიან დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს
ვინ აქცევს ხარაგაულში ივანიშვილის სიკეთეს სალანძღავად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გადაყენებას უპირებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
ინგა მაღრაძის უარი ხელფასის მომატებაზე
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ინტელექტუალური
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 2026 წლის I სარეიტინგო სერია
დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ