

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 დეპუტატი რესპუბლიკელი თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის, თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა.
საკრებულოს პირველი აგვისტოს სხდომაზე ეს მოთხოვნა კოლეგებს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა წარუდგინა.
სხდომას 35 დეპუტატიდან 34 ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო.
ფარული კენჭისყრის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო. 4 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
ინგა მაღრაძე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქმიანობას აგრძელებს.
საკრებულოს წევრები თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხს უახლოესი სამი თვის მანძილზე, კანონის თანახმად, ვეღარ შეძლებენ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაში მონაწილებდნენ საერთაშორისო გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი მაია კუპრავა-შარვაშიძე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტარები ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი (IRI) ნინო დოლიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაალ გორგიძე.
ამ თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის