

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოცი დეპუტატი, სამი თვის წინანდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, განმეორებით ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენებას.
საკრებულოს წევრებმა:
ვარლამ ჭიპაშვილმა,
ვარლამ თავზარაშვილმა,
შალვა ლურსმანაშვილმა,
მანანა ბარბაქაძემ,
გივი თხელიძემ,
მარინე ვეფხვაძემ,
ნონა ზურაბიანმა,
ვლადიმერ ტალახაძემ,
მერაბ ტალახაძემ,
გივი ხიჯაკაძემ,
გიორგი გრიგალაშვილმა,
ლენა აბაშიძემ,
დავით კიკნაძემ,
დავით ლურსმანაშვილმა,
ჯამბულ გამცემლიძემ,
იუზა კელენჯერიძემ,
აზა ფურცელაძემ,
ბესიკ ფოცხვერაშვილმა,
მიხეილ გელაშვილმა და
ბესიკ ტალახაძემ
3 ნოემბერს საკრებულოს აპარატს წერილობით მიმართეს მათი მოთხოვნის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დეპუტატებმა პირველად 26 ივლისს მოითხოვეს.
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მაშინდელი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
1 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო. 4 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.
დეპუტატებს თავიანთი მოთხოვნის ხელახლა წამოყენების შესაძლებლობა, კანონით, მხოლოდ 3 თვის შემდეგ ეძლეოდათ.
ხვალ, 4 ნოემბერს, საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს 7 ნოემბრის სხდომაზე განსახილველად.
რას უჩივიან დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
ინგა მაღრაძის უარი ხელფასის მომატებაზე
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა