

დღეს ხარაგაულში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 9 აპრილის აქციის მონაწილეებმა, ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.
დღესვე 9 აპრილის სახელობის სკვერში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა.
27 წლის წინ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, სასტიკად გაუსწორდნენ საბჭოთა ჯარისკაცები.
21 ადამიანი დაიღუპა, ბევრი – დაიჭრა და მხუთავი აირისგან მოიწამლა.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების