

ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ბაღდათისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების პროცესში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილეს 8 აპრილს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან ორგანიზებული შეხვედრა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გახსნა.
განხილვაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბუცხრიკიძე, უფროსის მოადგილე გიორგი მამრიკიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, იმერეთის რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლები.
შეხვედრა პროექტის „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა.
ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა