muzeumi

2 აგვისტოს ხარაგაულის მუზეუმმა ვეტერანებს უმასპინძლა. „ყველა სტუმრის მოსვლა სასიხარულოა, მაგრამ თქვენ განსაკუთრებული სტუმრები ხართ,“- აღნიშნა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ეკა შველიძემ, რომელიც ვეტერანებს გიდობას უწევდა და ძალიან საინტერესოდაც გააცნო მუზეუმის თითოეული ექსპონატი. ვეტერანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მუზეუმი სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ დატოვეს.

ძალიან კმაყოფილი და ხალისიანი იყო მუზეუმში სტუმრობის ორგანიზატორი გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი. მან აღნიშნა, რომ მის მეგობრებსა და თანამებრძოლებს ძალიან მოეწონათ დღევანდელი შეკრების მიზეზიც და მუზეუმის მათთვის უცნობი ექსპონატებიც. მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომელს დიდი ყურადღებისთვის. ყველა ხარაგაულელს ვურჩევ, რომ მოინახულონ მუზეუმი და გაიგოს, თუ რამხელა წარსული აქვს ჩვენს რაიონს.

-ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი გიორგი მუზეუმის დაარსების დღიდან თანამშრომლობს ჩვენთან,- აღნიშნა ეკა შველიძემ, – ყოველთვის უხარია ჩვენი წარმატებები, სისტემატურად ეცნობა სიახლეებს, ესწრება ღონისძიებებს, რომლებიც მუზეუმში ტარდება. ბევრი ექსპონატიც შესძინა ჩვენს მუზეუმს. დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ბატონი გიორგი ცდილობს, პოპულარიზაცია გაუწიოს მუზეუმს, რათა ყველამ დაათვალიეროს ხარაგაულის მუზეუმი.

ვეტერანებმა მუზეუმი კმაყოფილებმა, მომავალში შეხვედრის იმედით დატოვეს.

თამთა გოგოლაძე