ხარაგაულელი დავით ჭყოიძისთვის პარლამენტარის არჩევისას მნიშვნელობა კანდიდატის პარტიულობას კი არ აქვს, არამედ იმას, რომ ხარაგაულელთა რჩეული იყოს სამართლიანი და უყვარდეს ხალხი.

ნინელი ღონღაძე კმაყოფილია ამჟამინდელი ხელისუფლების და ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი.

მარიკა ხომასურიძე თვლის, რომ ხარაგაული ჩიხშია და მომავალმა პარლამენტარმა ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ხარაგაული მიმზიდველი გახადოს როგორც ადგილობრივებისთვის, ასავე ტურისტებისთვის.

უჩა ვეფხვაძის ნდობის მანდატი იმ კანდიდატისკენ გადაიხრება, ვინც, მისი აზრით, ყველაზე მეტად მიიტანს გულთან ხარაგაულელთა გასაჭირს.

ზაზა ლურსმანაშვილი ხაზს უსვამს პარლამენტის მრავალპარტიულობის მნიშვნელობას და ახალი სახეების ხილვა სურს მომავალ პარლამენტში.