

გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემა, რომელში ჩართვაც ყველა მოქმედ პედაგოგს შეუძლია.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის, თინათინ ბოჭორიშვილის თქმით, პედაგოგთა კარიერული წისვლის სქემაში ჩართულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა პედაგოგი.
სქემა ოთხსაფეხურიანია.
პირველი საფეხურის პედაგოგები არიან პრაქტიკოსი, არასერთიფიცირებული მასწავლებლები.
სერთიფიცირებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფროსი მაწავლებლის სტატუსი, – ეს სქემის მეორე საფეხურია.
მესამე საფეხურზე არიან წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
თინათინ ბოჭორიშვილის თქმით, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, არიან პრაქტიკოსი და უფროსი მასწავლებლები. ხარაგაულში გვყავს მესამე საფეხურის ერთი პედაგოგი, – საღანძილის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირმა ყრუაშვილი, რომელსაც აქვს დოქტორის ხარისხი. რაც შეეხება მენტორ მასწავლებელს, ხარაგაულში, ამ ეტაპზე, არ გვყავს,“ – ამბობს თინათინ ბოჭორიშვილი.
პედაგოგთა კარიერულ სქემაში ჩართვა მიმდინარეობს ელექტრონულად, პედაგოგთა ერთიანი ბაზიდან.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი