ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა იწვევს 13-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ მობილური ტელეფონით გადაღებული 3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების კონკურსში, თემაზე „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“.

კონკურსის მონაწილეებმა თავად უნდა მოამზადონ საკუთარი საგზალი (ლანჩ ბოქსი) გამოიყენონ ჯანსაღი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები და მოიფიქრონ მრავალფეროვანი მენიუ.

კონკურსი გაიმართება 2016 წლის 8 აპრილიდან 2016 წლის 10 მაისამდე.

მონაწილეებმა საკონკურსო ვიდეო უნდა ატვირთონ საკუთარი იუთუბის არხზე და გამოგვიგზავნონ შესაბამისი ლინკი ელ.ფოსტის მისამართზე foodfsn2015@gmail.com.

კონკურსანტების ვიდეო აიტვირთება ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე „ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა“. სამი გამარჯვებულიდან  მესამე ადგილი  გამოვლინდება ფეისბუქის მოწონებების რაოდენობის მიხედვით, დანარჩენ 2 გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური. ერთ მონაწილეს მხოლოდ ერთი ვიდეოს გამოგზავნის უფლება აქვს. ყალბი მოწონებების მქონე ვიდეოს ავტორები ავტომატურად გამოეთიშებიან კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მაისი. გამარჯვებულები  დასახელდებიან ოქსფამის ფეისბუქის გვერდზე 2016 წლის 16 მაისს.

გამარჯვებულ კონკურსანტებს საჩუქრად გადაეცემათ ფოტოაპარატი და ხილის კალათა. 

კონკურსის ჟიური მონაწილეებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  1. ორიგინალური მენიუ;
  2. მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ჯანსაღი  ინგრედიენტები;
  3. ავტორის ტექსტი პროდუქტების სარგებლიანობის შესახებ;
  4. მოწოდება ჯანსაღი კვების აუცილებლობის შესახებ

3 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის“ მიზანია ხელ შეუწყოს დაბალანსებული კვების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების  გამომუშავებას მოზარდებში. ასევე მოუწოდოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელწიფო სტრუქტურებს შეიმუშავონ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მოზარდების სრულფასოვან კვებას, როგორც ოჯახში, ასევე სკოლებში.

აღნიშნული კონკურსი ტარდება  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში  ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მცირე ფერმერების მხარდაჭერა”, რომელსაც ოქსფამი ახორციელებს საქართველოსა და სომხეთში.  ცოტა ხნის წინ პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ნუტრიციის კვლევამ საინტერესო მონაცემები გამოავლინა.  საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით ცილებითა და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ანემიის განვითარებისა ზრდის შეფერხების რისკს.

დამატებითი ინფორმაცია:

2013 წლის სექტემბერში, ევროკავშირის დაფინანსებით ოქსფამმა დაიწყო 4 წლიანი პროექტი სახელწოდებით „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ნუტრიციის კვლევაზე ესტუმრეთ პროექტის იუთუბის გვერდს „სასურსათო უსაფრთხოება – მხარდაჭერა მცირე მეურნეებს“  ან ეწვიეთ ფეისბუქის გვერდს – ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა.