

ბორის საჯარო სკოლის (დირექტორი ჯამლეტ ბერაძე) სამოქალაქო კლუბმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მაია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა.
პროექტისათვის საჭირო რესურსები და ტრანსპორტირება არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლმა“ დააფინანსა.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასპინძელი თანატოლებისთვის გამართეს კონცერტი, წარუდგინეს ინსცენირება „წითელქუდა“.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა დღის ცენტრს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ ამ დღის ცენტრში მუშაობს ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ლაშა აბულაძე. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს ვიზიტი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი