

დღეს, 4 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის, ნატოს, დაფუძნების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ნატოს კვირეული მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მომავალ დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრები იმართება.
„რას წარმოადგენს ნატო, რა ურთიერთობები აქვთ ნატოსა და საქართველოს, რა მითები არსებობს ნატოსთან დაკავშირებით, – ამ თემებზე ვესაუბრებით საჯარო სკოლების უფროსკლასელებს,“ – ამბობს ა/ო ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი შალვა ჩხეიძე.
შეხვედრაში მონაწილე მოსწავლეებისთვის ოთხშაბათს, 6 აპრილს, ხარაგაულში გაიმართება ვიქტორინა ნატოს საკითხებზე.
ნინო კაპანაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების