დღეს ხარაგაულში პაატა ბურჭულაძემ საქართველოს განვითარების ფონდის რაიონული ოფისი გახსნა.

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში შეკრებილ მოსახლეობას თანმხლებ პირებთან, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან ერთად, ფონდის დაფუძნების მიზნები და ხედვები გააცნო.  

საქართველოში დღეს მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს დავით ჯანდიერმა, ხათუნა ლაზაგიძემ, გიორგი რუხაძემ, ლაშა დვალიშვილმა, ლადო ჭულუხაძემ და სხვებმა.

ფარცხნალში მცხოვრებმა ლეო ბუაჩიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აგროგანათლების მნიშვნელობაზე.

ისლარში მცხოვრებმა ულინა კაციტაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო.

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ შეეგუება იმას, რაც ხდება საქართველოში – ლუკმაპურის საშოვნელად მოსახლეობის გადინებას უცხოეთში, კვების დეფიციტის გამო ბავშვების სიკვდილიანობას, უსამართლობას.

„წინასაარჩევნოდ ჩამოვლენ „ქართული ოცნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მოგცემენ ათასგვარ დაპირებას. რა უნდა გითხრან, – რომ ახლა კარგები არიან?! ამის დაჯერება როგორ შეიძლება. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ კარგი გააკეთონ. ერთმანეთს გვერდით უნდა ამოვუდგეთ. დღეს ადამიანს არ აქვს შეგრძნება, რომ ის სჭირდება ქვეყანას. ამის განცდა თითოეულ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ.

ფონდი იმიტომ გავხსენით ხარაგაულში, რომ მიხვიდეთ და თქვენი ხედვები წარადგინოთ, რასაც სამომავლო საქმიანობაში გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ხარაგაულში შეხვედრაზე.

საქართველოს განვითარების ფონდის რაიონულ ოფისს ხარაგაულში ნინო ფხალაძე უხელმძღვანელებს.

ნინო კაპანაძე

PAATA_BURCHULADZE 4 PAATA_BURCHULADZE-2

PAATA_BURCHULADZE-3