

ხარაგაულში დღეს მუსიკალური კონკურსის „იმერეთის ხმა“ შესარჩევი ტური გაიმართა.
კონკურსის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, ნანა იამანიძის თქმით, „იმერეთის ხმას“ საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა იმერეთის მხარის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერით.
ნანა იამანიძე მიიჩნევს, რომ შარშან ფესტივალი წარმატებულად ჩატარდა და იმედოვნებს, რომ ეს ტრადიციად იქცევა.
„იმედია, კონკურსზე ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდება. ყველაზე მთავარია, ქართული სიმღერის სიყვარული ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს. მომღერლები თუ არა, გემოვნებიანი მსმენელები იქნებიან.“
საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენელი იმერეთის მხარეში ბექა ბანძელაძე ამბობს, რომ ჩრდილშია ქართული სიმღერა და იმედი აქვს, ფესტივალი „იმერეთის ხმა“ წვლილს შეიტანს ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში.
შესარჩევ ტურში ცხრა ხარაგაულელი მოსწავლე მონაწილეობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ თამარ ლურსმანაშვილი, ნინო რამიშვილი და მარიამ მანჯავიძე.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ჟიურის წევრები, ხარაგაულის შესარჩევ ტურში გამარჯვებულები და კონკურსის „იმერეთის ხმა“ შარშანდელი გამარჯვებული სალომე კვირიკაშვილი
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“