

ხარაგაულის ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ხარაგაულის კინოთეატრში ზღაპრის „სამი გოჭი“ პრემიერა გამართა.
ხარაგაულის თოჯინების თეატრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს.
„დიდი ბედნიერებაა ითამაშო ბავშვებისათვის, რადგან ყველაზე გულწრფელი ემოცია მათგან მოდის – ამბობს რეჟისორი ირინე ჩხეიძე და მადლობას უხდის ყველას, ვინც სპექტაკლზე მუშაობდა.
დეკორაციების ავტორია მხატვარი გაიოზ შუბითიძე, სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებს დავით კვირიკაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ ლუიზა კიკნაძე, მაია ბერაძე, ირინე ჩხეიძე და გიორგი ჭიპაშვილი.
მსახიობ ლუიზა კიკნაძისათვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა თოჯინების თეატრში თამაში, რადგან პრემიერის შემდეგ ბავშვები ქუჩაში ცნობენ: „ბავშვები იმეორებენ იმ თოჯინის სიტყვებს, რომელსაც ვათამაშებ სპექტაკლზე. უდიდესი ბედნიერებაა, როცა ამდენი გახარებული თვალი გვიყურებს დარბაზიდან. ყოველთვის, როცა ბავშვებისთვის ვმუშაობ, თითქოს ვახალგაზრდავდები და წლები მაკლდება, მე მათთვის ვარსებობ.“
„ვახმოვანებ ერთ-ერთ გოჭუნას, – ამბობს თოჯინების თეატრის მსახიობი მაია ბერაძე, – საოცარი განცდაა, როდესაც თოჯინებს ათამაშებ და უამრავი ბავშვის თვალი, გული და სული შენსკენაა მომართული. დარწმუნებული ვარ, ეს სპექტაკლი ბავშვებს ძალიან გაახარებს, გვაქვს არაჩვეულებრივი თოჯინები და დეკორაცია. ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ და ეს ემოციები მივიტანოთ პატარებამდე“.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი