

15 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობდა.
„წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ამ პროგრამით 685 310 ლარი გამოეყო, – ამბობს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე, – ადმინისტრაციულ ორგანებში გამგებლის წარმომადგენლებს ყველა შეხვედრის ოქმი ჯერ არ წარმოუდგენიათ. თუმცა, შეგვიძლია ვისაუბროთ მოსახლეობისგან შერჩეულ პრიორიტეტებზე.“
მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, გზებზე სანიაღვრე არხები დასუფთავდება, გზები გაიწმინდება გრეიდერით ან ტრაქტორით, გზის რთული მონაკვეთები დაბეტონდება. ისევ პრიორიტეტია წყლის სისტემების მოწესრიგება და დაწყებული სარიტუალო შენობების დასრულება.
მალხაზ ფხალაძის თქმით, „გარდამავალი პროექტები წელს აღარ დაიგეგმა, დაწყებულზე კი მივიღეთ რეკომენდაცია, რომ უნდა დავასრულოთ. უარს ვამბობთ გზების დახრეშვაზე.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხები. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი გადაიგზავნება მოსახლეობისგან შერჩეული პრიორიტეტების ნუსხა.
მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეა ის, რომ ყველა სამუშაოს შესასრულებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება, ერთ პირთან მოლაპარაკების ნაცვლად.
ფოტოზე: მოსახლეობის შეხვედრა ხიდარში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი