

ხარაგაულში მალე ტრადიციული კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ დაიწყება.
კონკურსის ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ „ხარაგაულის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი,“ გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
პროექტის მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, მომავალი თაობის ინფორმირება ხარაგაულის კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მერვე-მეთორმეტე კლასელების მოსწავლეებს.
კონკურსი ჩატარდება ზონალურად, ხოლო ფინალი გაიმართება ხარაგაულის კინოთეატრში.
პირველი შეხვედრა გაიმართება 5 აპრილს მოლითის საჯარო სკოლაში წიფის, ზვარის, მოლითის, ვახანისა და მარელისის საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით.
8 აპრილი – ბორითის საჯარო სკოლა
ნადაბურის, ხევის, ვერტყვიჭალის, ბორითისა და ღორეშის საჯარო სკოლების გუნდები;
12 აპრილი – კიცხის საჯარო სკოლა
წყალაფორეთის, ხიდრის, ვარძიის, კიცხისა და ბორის საჯარო სკოლების გუნდები;
13 აპრილი – ხარაგაულის კინოთეატრი
ხარაგაულის #2, #3, სასულიერო გიმნაზიის, ლაშისა და საღანძილის საჯარო სკოლების გუნდები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონით: 599 85 26 16.
ფოტოზე: კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ მარელისის საჯარო სკოლაში, 2013 წ.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“