
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლის დირექტორებთან თათბირზე მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დღემდე მოუგვარებელ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მარელისის დაწყებითი სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მარელისის დაწყებითი სკოლის შენობაში, ბოლო ათი წელია, სწავლა აღარ მიმდინარეობდა და მოსწავლეები ადმინისტრაციული შენობის ერთ ოთახში იყვნენ შეხიზნულები.
სრულად გარემონტდა მარელისის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი დამხმარე ოთახებთან ერთად.
ბორის საჯარო სკოლის იმ კორპუსში, სადაც შშმ ბავშვთა დღის ცენტრი უნდა განთავსდეს, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, შენობის ოთხივე მხარე შეილესება და გაკეთდება პანდუსი.
„ღარიხევისა და საქარიქედის დაწყებითი სკოლების შენობები დაათვალიერეს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგებლებმა და მათი გარემონტების რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზეს, – ამბობს დავით კიკნაძე, – რეაბილიტაცია რომ უნდა ჩატარდეს, ამაზე შევთანხმდით. იმსჯელებენ, როდის და რა ფორმით გარემონტდეს ეს სკოლები.
ახალი, ადაპტირებული სველი წერტილი, გაკეთდა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში. ვფიქრობთ ამ სკოლაში სპორტული დარბაზის მოწყობაზე. ვმსჯელობთ, ღია იყოს თუ დახურული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ზვარეს სკოლის შენობაა. სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გამო, დღემდე ვერ დაირეგისტრირა შენობა ზვარეს სკოლამ, რადგან თავდაპირველი პროექტით შენობა სარკინიგზო ხაზის მშენებლობის არეალში ხვდებოდა. ამის გამო, წლებია, ზვარეს სკოლაში ვერ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. გვპირდებიან, რომ ქონების დარეგისტრირების საკითხი უახლოეს დღეებში მოგვარდება. როგორც კი ქონება სკოლას დაურეგისტრირდება, მაშინვე დავიწყებთ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. შენობა მთლიანად სარეაბილიტაციოა.
კიცხის საჯარო სკოლის შენობაზე დიდი ნაპრალებია. იქ მიწა მოძრავია და ვერ ჩავატარებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ამიტომ ვმუშაობთ, რომ სკოლისთვის ახალი შენობა აშენდეს კიცხში. როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა, ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებ. გასარემონტებელია ხიდრის დაწყებითი სკოლის შენობა.
ნადაბურის, ხუნევის, მოლითისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლების შენობებში გარკვეულ ადგილებში ჩამოდის წყალი.
წყალაფორეთის სკოლის შენობაც მისახედია. გეოლოგების დასკვნით, ეს სკოლაც მცოცავ ნიადაგზეა აგებული. სარემონტოა წიფის დაწყებითი სკოლის შენობა.
ერთბაშად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება. ყველაზე მთავარია შენობების გადახურვა და კარ-ფანჯრების გამოცვლა. შიდა რემონტები კი ეტაპობრივად ჩატარდება,“ – ამბობს დავით კიკნაძე.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი