

გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე.
ნანა მჭედლიძე არის რეჟისორი ფილმებისა „მოდის მატარებელი,“ „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება,“ „დიდედები და შვილიშვილები,“ „პირველი მერცხალი,“ „ნამდვილი თბილისელი,“ „უკვდავების თეთრი ვარდი.“
რეჟისორის უკვდავი ფილმია „იმერული ესკიზები“, სადაც მან მთავარი როლიც შეასრულა.
ნანა მჭედლიძე არის ხარაგაულში, სოფელ ლაშეში სკოლის დამაარსებლისა და აღმშენებლის, სიმონ მჭედლიძის შვილიშვილი. ქალბატონ ნანას ძალიან უყვარდა ლაშე და ლაშელები. ის რამდენჯერმე ესტუმრა 1998-2006 წლებში ლაშის სკოლას.
მას ძალიან ახარებდა, რომ ლაშის სკოლა ბაბუამისის, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელს ატარებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში