

ბუნების ძეგლების გამოკვლევას თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სხლითში აგრძელებს.„სხლითში ნუგზარ ლომსაძის ინიციატივით ჩამოვედით, – გვიამბობს გიორგი დვალაშვილი, – ბატონი ნუგზარისა და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სხლითი-ლეღვანი-საღანძილის საზღვარზე მდებარეობს კარსტული მღვიმე. ვცადეთ მღვიმეში ჩასვლა, მაგრამ შესასვლელი დიდი რაოდენობის ქვებითაა ამოქოლილი.
ექსპედიციის ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ სეისმომედეგობის ინსტიტუტის გეოფიზიკოსები და გეოლოგები. მღვიმის შესწავლის მიზნით მოხდა სკანირება. შედეგები ამ კვირის ბოლოს გვეცოდინება.
ყველაზე მთავარი, რაც გადაწყდა, ისაა, რომ ხარაგაულის შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის თანამშრომლები საკუთარი ძალებით გაწმენდენ და გააფართოებენ ჩასასვლელს.
წინასწარი მონაცემებით, მღვიმეში სამ ადგილას ჩადის წყალი. შიგ რომ სიცარიელე არ იყოს, წყალი ვერ იმოძრავებდა.
კვირის ბოლოს ზუსტად გვეცოდინება, რა აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, – ამბობს გიორგი დვალაშვილი.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების