

ხარაგაულის #3, ვერტყვიჭალისა და ბორითის საჯარო სკოლებში მასწავლებლის შეფასების ჯგუფებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს.
ტრენინგებს, უკვე ერთი თვეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს თბილისის მასწავლებლის სახლი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
ტრენერ-კონსულტანტ თამილა ჩუბინიძის ინფორმაციით, დღევანდელი ტრენინგის მონაწილეები იღებენ ინფორმაციას იმ პროცედურების შესახებ, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს მასწავლებლისგან განხორციელებული აქტივობების შესახებ ელექტრონულად ატვირთული მასალები.
ტრენინგი ემსახურება სკოლის შიგა შეფასების პროცესს, რომლის დროსაც სკოლაში შექმნილი ჯგუფები უწევენ მონიტორინგს თავისივე მასწავლებლების საქმიანობას და წლის ბოლოს შეფასებას.
ტრენინგზე განიხილავენ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც გაწერილია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ლაურა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი