

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დღეს, 23 მარტს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა რაიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის. ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რვა სკოლა მონაწილეობდა. ვაჟებს შორის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხევისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გაიმარჯვა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდმა.
გოგონებს შორის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ბორითისა და ხევის საჯარო სკოლის გუნდები, გაიმარჯვა ხევის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა.
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ ტურნირში.
თამთა გოგოლაძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების