

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის ინფორმაციით, გამგეობამ დაიწყო ზრუნვა მაღალმთიან სოფელ პატარა სახვლარში ელექტროქსელის მშენებლობისათვის.მისივე თქმით, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს „ხარაგაულკეთილმოწყობისა“ და „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები აკეთებენ. სოფელში ელექტროენერგიის შეყვანა შეთანხმებულია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან.“ ელექტროგადამცემი ხაზი სოფლის შესასვლელამდე გაშენდება და შემდეგ საცხოვრებელ სახლებამდე მივა.
2016 წლის პირველი იანვრიდან პატარა სახვლარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ელექტროენერგია არასდროს ყოფილა.
გთავაზობთ ტ/კ „მაესტროს“ ჟურნალისტებისგან, პატარა სახვლარის უშუქობასთან დაკავშირებულ, შარშან მომზადებულ სიუჟეტს.
https://www.youtube.com/watch?v=fHLSZ2FCIFs
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების