

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შედეგად იქ მცხოვრები ქართველებიდან არავინ დაშავებულა. ეს ინფორმაცია ბრიუსელსა და ეუპენში მცხოვრებმა ქართველებმა მოგვაწოდეს. ბელგიაში მცხოვრებთა შორის არიან ხარაგაულელებიც.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეს (ბოგვერაძე) ინფორმაციით, „ტერაქტების დროს მისი ერთი მეგობარი აეროპორტში იყო, მეორე – მეტროში. ორივე გადარჩა. საშინელებაა, დაუცველია საზოგადოება. თითქოს აკონტროლებენ, თითქოს პრევენციებია, მაგრამ საბოლოოდ ასე ხდება მაინც. გაიხარე ნინო, მადლობთ, გადავრჩით.“
თათა კიკნაძე: -მე შორს ვარ ბრიუსელიდან. გერმანიის საზღვართან, ქალაქ ეუპენში ვცხოვრობ. ჩვენ კარგად ვართ. ქართველი არავინ დაშავებულა, მაგრამ…
კოკა კაპანაძე, ბელგიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, მრჩეველი: -ჩვენ კარგად ვართ. მადლობა მოკითხვისთვის.
ტერაქტების სერიის შედეგად ბრიუსელის მეტროში, რომელიც ევროკავშირის უწყებებთან მდებარეობს, აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი დაშავდა.ზავენტემის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 13-ს აღწევს.
ბელგიის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპორტში ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ამ დროისთვის დაცვა გაძლიერებულია ბრიუგეს ციხესთან, სადაც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამია მოთავსებული.
თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ბრიუსელის ქართველთა სამლოცველო
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი