
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელს – ნუნისს, პატარა სახვლარს, გოლისს, გოლათუბანს, გუდათუბანსა და ფონას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა.
ყოფილი მაღალმთიანი სოფლების – ზვარის, წიფისა და ნადაბურის – მოსახლეობა უკმაყოფილოა მათი სოფლებისთვის სტატუსის მოხსნის გამო.
„ზღვის დონიდან 800 მეტრამდეა ჩვენი სოფელი. ამავე დროს ის აკმაყოფილებს იმ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს, რაც მაღალმთიანობის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, – ამბობს ნადაბურის საჯარო სოლის მაწავლებელი გრიგოლ გელაშვილი, – მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 53 კილომეტრითაა დაშორებული. ყველგან დამრეცი ფერდობები და მწირი ნიადაგია. სახნავ ფართობში ტექნიკა ვერ შედის და არც ერთი დახვნის ბარათი არ გამოყენებულა ნადაბურში, რაც დახვნის პროგრამა მოქმედებს. სოფლის ცენტრალური გზა, ნიაღვრებისა და უხვთოვლიანობისას რომ ჩაიკეტოს, შემოვლითი გზა არ არსებობს.
მართალია, 2016 წლის იანვრიდან ძველი შეღავათები ისევ გავრცელდება, მაგრამ ეს არასაკმარისია. ნადაბურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაუბრუნდეს მაღალმთიანის სტატუსი.“
რამდენადაა შესაძლებელი, რომ ექვსი დასახლების გარდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც მიენიჭოთ მაღალმთიანის სტატუსი, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში, მთის საბჭოს წევრს ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ.
„საბჭომ ცალსახად გადაწყვიტა, რომ თუ სოფელი არ არის ზღვის დონიდან 800 მეტრზე, მას, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, არ მიენიჭება მაღალმთიანის სტატუსი, – განმარტავს ნოდარ ებანოიძე, – ვმსჯელობთ იმაზე, თუ დასახლებული პუნქტის რომელი ტერიტორიის მიხედვით გავაკეთოთ შეფასება. ამჟამად აღებულია სოფლის გეოგრაფიული ცენტრები, სადაც განთავსებულია სკოლა და ადმინისტრაციული შენობები. ასეთი პარამეტრებით ზღვის დონიდან 800 მეტრზე დაბლა მდებარეობს ზვარეც და ნადაბურიც. თუმცა, მე გამოვითხოვე ინფორმაცია და გეოგრაფიული შუა წერტილი კანონით ზუსტად არ არის განსაზღვრული. მაგალითად, წიფაში, როცა საჯარო რეესტრს გავაზომინეთ, ძირითადი დასახლება აღმოჩნდა ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლა.
შესაბამისი წერილები ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამოგზავნილია მთის საბჭოში. შევთავაზე ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ შეუკვეთოს აზომვითი სამუშაოები ლიცენზირებულ ორგანიზაციას ან საჯარო რეესტრს და საკუთარი არგუმენტები უფრო გაამყაროს.
მართალია, 2016 წლის იანვრიდან იმ სოფლებზეც ვრცელდება ძველი შეღავათები, რომლებსაც იანვრამდე ჰქონდათ მაღალმთიანის სტატუსი, მაგრამ ეს ძალიან მცირეა.
თვითმმართველობის აქტიურობაზეა ახლა დამოკიდებული, რამდენად მყარ მტკიცებულებებს წარუდგენს საბჭოს,“ – ამბობს პარლამენტარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, „მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში წერილები, რომ გვიშუამდგომლონ წიფის, ზვარის, ჩრდილისა და ნადაბურისთვის მაღალმთიანის სტატუსის აღსადგენად.“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ნადაბურელი გრიგოლ გელაშვილი
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი