

თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან დაზარალებული ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობის სარჩელი უნდა განიხილოს.
დაზარალებულმა ოჯახებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულება გაასაჩივრეს. ამ განკარგულების თანახმად, მათ ფულადი კომპენსაცია „ეკომიგრანტის სტატუსით“ განესაზღვრათ.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ, – ამბობს მეწყერით დაზარალებული ღვერკელი მარადი გელაშვილი, – პრემიერ-მინისტრის განკარგულება მისი გამოცემიდან ერთ თვეში, 16 თებერვალს, გავასაჩივრეთ. ჩვენი სარჩელი სასამართლომ შეტანიდან ხუთი თვის ვადაში უნდა განიხილოს.
ჩვენ თავს ეკომიგრანტებად არ მივიჩნევთ და ვამბობთ, რომ ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი რკინიგზის მშენებლობის დროს აფეთქებებმა გამოიწვია.
ახალ ბზარებს რაც შეეხება, ბოლო ორი კვირაა, მდგომარეობა უცვლელია. თუმცა, წინა წლის გამოცდილებით ვიცით, რომ წვიმიანი ამინდების შემდეგ, გამოდარებულზე, მეწყრული პროცესები აქტიურდება“.
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერი 68 ჰა ფართობზე 2025 წლის მაისიდან განვითარდა. გეოლოგების შეფასებით ეს მეწყერი არის „ძალიან ღრმა, ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი“. მეწყერისგან ამ ორ სოფელში 112 ოჯახი დაზარალდა.
ფოტო გადაღებულია 2026 წლის მარტში
ამავე თემაზე
ღვერკისა და ხემაღალის მეწყერი საქართველოში არსებულ 50 ათასამდე მეწყერს შორის ტოპ-სამეულშია
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან დაზარალებული ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობის სარჩელი უნდა განიხილოს. დაზარალებულმა ოჯახებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის […]
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება