„დედის სიყვარულს ვერავინ შეცვლის,“ – ამ დევიზით წარიმართა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი მაია ბლუაშვილი) ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც წარმოადგინეს მოსწავლეთა სახლის მხატვრული კითხვის წრის (ხელმძღვანელი თამარ გაჩეჩილაძე) მოსწავლეებმა.
ლექსების მხატვრული წაკითხვით მოეფერენ თავიანთ დედებს თიკო და სოფო ლომსაძეები, რუსუდან და ქეთი ბოგვერაძეები, ლუკა და მარიამ ღამბაშიძეები, ანა-მარია კურტანიძე, ნიკოლოზ ბარათელი, მარიამ დეკანოსიძე, ქრისტინე თაბუკაშვილი, თინანო შავიძე.
ამის შემდეგ თიკო ლომსაძემ ამცნო დარბაზს, რომ დედებს საჩუქრად მოუმზადეს თოჯინების თეატრი სპექტაკლით „სალომე და მისი მეგობრები“. მხატვრული კითხვის წრის წევრებმა მოირგეს კურდღლების, ზღარბის, ფისო, სალომეს და ბებიას როლები და გვაჩვენეს, თუ რა დიდი ძალა აქვს მეგობრობას. სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგი დარეჯან გვაძაბია.
მხატვრული კითხვის პედაგოგი თამარ გაჩეჩილაძე ამბობს: „მხატვრული კითხვის წრეში, უმეტესად, პირველი კლასის მოსწავლეები მეცადინეობენ. საჭიროა მათი ინტონაციის დამუშავება. ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო სწორად მეტყველება. მათ საუბრისას არ უნდა დაუშვან ფონეტიკური შეცდომები, – როგორიცაა ბგერის გამოტოვება, გადაადგილება ან შეცვლა. დღევანდელი ღონისძიება ერთი თვის მუშაობის შედეგია. ბავშვები მომავალში უფრო დაიხვეწებიან და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბევრად საინტერესო პროგრამით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.“
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრიდან განახლდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,
დღეს, 30 იანვარს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამერიკის
27 იანვარს ევროპის კავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება