

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და გამგეობის შესყიდვების სამსახურისგან 2015 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
ბიუროს წევრებმა იმსჯელეს ხარაგაულის ტაძრის მშენებლობის ფონდისთვის ავტომანქანა „ნივისა“ და შპს „ხარაგაულის 2011“-ისთვის ხუთი ტრაქტორის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
დეპუტატებმა ასევე განიხილეს ხარაგაულის წყალსადენის „ხარაგაულდასუფთავებისთვის“ უზუფრუქტით გადაცემის საკითხი.
გამგებელმა მიმართა საკრებულოს, რომ სახელმწიფოს გადაეცეს მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავტომანქანა NISSAN PATROL (სახელმწიფო ნომრით – SLS-511) შემდგომში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადასაცემად. ამ საკითხის განხილვას არ დაეთანხმა დეპუტატი იური ლურსმანაშვილი.
ბიუროს წევრებს დღესვე უნდა განეხილათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, – სახელმწიფო აუდიტის სამსახური ელოდება საკრებულოსგან ანგარიშთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
დეპუტატები, ხანგრძლივი კამათის მიუხედავად, ვერ შეთანხმდნენ, როგორ განეხილათ აუდიტის ანგარიში. გამგებლის პირველმა მოადგილე პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ გამგეობამ მოამზადა წინადადებები, რომელთაც საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარადგენენ. მისივე თქმით, ანგარიშის პროექტზე გამგეობამ შენიშვნები აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ დაავალა საკრებულოს კომისიებს, რომ გამგეობის შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილონ სახელმწიფო აუდიტის ანგარიში. რეკომენდაციები და წინადადებები კი წარადგინონ საკრებულოს 4 აპრილის სხდომაზე.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“