

„ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროფესიის მქონე ადამიანებს, ჟურნალისტებს, გილოცავთ თქვენს დღეს. ეს პროფესია მრავალმხრივ ცოდნას, გამოცდილებასა და დიდ შრომას მოითხოვს. შემთხვევითი არაა, რომ მედიას „მეოთხე ხელისუფლებასაც“ უწოდებენ, რაც ჟურნალისტიკის ძალაზე მიუთითებს. საზოგადოება ყოველდღიურად სწორედ თქვენი მეშვეობით იგებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად სასიამოვნო მისიაა. ამ პროფესიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. ყოველთვის ვგრძნობ თქვენს მისწრაფებას ჭეშმარიტების დადგენისკენ. ასევე, მადლობა იმისათვის, რომ არ გვაძლევთ მოდუნების საშუალებას და გვაძლევთ სტიმულს, რომ ჩვენი საქმე უფრო ეფექტიანად, ნაკლები შეცდომებით ვაკეთოთ.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას,“- ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი