
სოფელ ხუნევში მცხოვრები ახალგაზრდა ქალბატონის, მათემატიკის მასწავლებლის, ზეინაბ ტაბატაძის ცხოვრება 2010 წელს რადიკალურად შეიცვალა. ავტოავარიის შემდეგ მას ხერხემალი ისე დაუზიანდა, რომ ფეხზე გავლა ვეღარ შეძლო.
ხუნევში მასთან ერთად 80 წლის მამიდა ცხოვრობს. ზეინაბ ტაბატაძე ფულად სოციალურ დახმარებას ვერ ღებულობს.
ზეინაბ ტაბატაძისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ ფულადი შემწეობა მიიღოს. „ხომ უნდა შეფასდეს სიტუაცია რეალურად. რაც ტელევიზიით მესმის და რასაც ვკითხულობ, მარტოხელა მოხუცებსა და პირველი ჯგუფის ინვალიდებს ექცევა ყურადღება. საიდან ჩანს, ეს ყურადღება, გაუგებარია. გასული წლის შემოდგომაზე მოგვენიჭა მაღალი ქულები. თუ ეს ჩვენი საცხოვრებელი სახლითაა განპირობებული, 1970 წელსაა აშენებული. ჩემს მდგომარეობაში მყოფს როგორ არ უნდა ეკუთვნოდეს ფულადი სოციალური დახმარება,“ – კითხულობს ზეინაბ ტაბატაძე.
პირველად რომ მოუხსნეს ფულადი შემწეობა, სოფელში ხელმოწერებიც შეგროვდა და გაიგზავნა სოციალური მომსახურების ცენტრში, რომ ოჯახს აღდგენოდა დახმარება, მაგრამ ამაოდ. ახლა ერთი წელი უნდა გავიდეს განცხადების დაწერიდან ან ოჯახის დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვალოს, ოჯახი რომ ხელახლა გადამოწმდეს.
ზეინაბ ტაბატაძე გვიამბობს, რომ სამჯერ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარება მიიღო სადღესასწაულო დღეებში. ორი წელია, არც ამ კუთხით დახმარებიან. გასულ წელს მან მუნიციპალიტეტისგან დაწესებული პროგრამით ისარგებლა, – ასი ლარის წამლები შეუძინეს.
ზეინაბ ტაბატაძეს მუდმივად სჭირდება მედიკამენტები. პენსია, 160 ლარი კი საკვებისთვისაც არასაკმარისია. „მე ხომ არ ვარ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რამდენი რამ მჭირდება. ეტლს ვარ მიჯაჭვული. ხაშურში უნდა ჩავიდე ორ თვეში ერთხელ უროლოგთან. დამინიშნეს მასაჟები, მაგრამ უფულობის გამო ამ კურსს ვერ ვიტარებ,“ – გულისტკივილს გვიზიარებს ზეინაბ ტაბატაძე.
ახლობლის დახმარებით გაარკვია, რომ უკრაინაში შეიძლებოდა რეაბილიტაციის კურსის ჩატარება. მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების მოთხოვნით. სამინისტრომ ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება ჩაატარებინა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ კი ზეინაბ ტაბატაძემ უცხოეთში რეაბილიტაციის დაფინანსებაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო.
„ეს იყო 2011 წელს. მას შემდეგ აღარ გვიცდია, ვინმესთვის მიგვემართა. აზრს ვერ ვხედავ, რომ რამე მოვითხოვო,“ – ამბობს ზეინაბ ტაბატაძე.
ნინო კაპანაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი