

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ნოდარ ებანოიძის ბიუროში მუშაობა განაახლა სამოქალაქო განათლების ცენტრმა.
ბიუროს ხელმძღვანელის, მარი ბერაძის ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების კლუბში ხარაგაულის საჯარო სკოლების 28 უფროსკლასელი მოისმენს ლექციებს სახელმწიფოს არსის, ადამიანის უფლებების, რელიგიის თავისუფლებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
დღეს ხარაგაულელ ახალგაზრდებს შეხვდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანი. მან ისაუბრა სახელმწიფოს არსისა და მოქალაქის როლზე სახელმწიფოში.
ლექციის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დისკუსია გაიმართა.
სამოქალაქო განათლების ცენტრის წევრების თქმით, ეს ლექციები ხელს შეუწყობს მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“