

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში ვიდეოგადაღებისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
დაინტერესებულ პირებს ვიდეოწარმოების შესახებ ესაუბრა ჯეოლაბის მედიისა და კომუნიკაციის მენეჯერი ლიკა მოშიაშვილი.
როგორ მოვემზადოთ ვიდეოს გადასაღებად, როგორ გადავიღოთ საუკეთესო კადრები, რა უნდა გავითვალისწინოთ ვიდეოჩაწერისას, როგორ დავამონტაჟოთ
და გამოვაქვეყნოთ ვიდეოსიუჟეტი – ამ საკითხებზე ესაუბრა ტრენერი დამსწრეთ.
ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკულად იმუშავეს და სპეციალურ პროგრამაში დაამონტაჟეს ვიდეო.
ტრენინგის მონაწილე გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღო ვიდეოწარმოების შესახებ. „ვურჩევ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ კომპიუტერული პროგრამებით და ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ტრენინგებით,“ – ამბობს გიორგი.
თათია ბლუაშვილი დაინტერესებულია ვიდეოწარმოებით. „მსურდა, რომ ვიდეომონტაჟი მესწავლა. ჩემთვის საინტერესო და ამავე დროს საჭირო სფეროა. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა,“ – ამბობს თათია ბლუაშვილი.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი