

დღეს დასრულდა ხარაგაულში „მხიარული სტარტების“ რაიონული ტური. ფინალში ერთმანეთს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ.
დაძაბულ შეჯიბრებაში ხარაგაულის #2 სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტ ხათუნა ტაბატაძის ინფორმაციით, ხარაგაულის #2 სკოლის გუნდი რეგიონულ შეჯიბრებაში ჩაერთვება.
„მხიარული სტარტები“ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ტარდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების