

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში მოქმედი რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“ 17 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ჩეხეთის ელჩმა დაათვალიერეს.
„მოვინახულეთ ევროკავშირის მიერ ენპარდის პროგრამით დაფინანსებული კოოპერატივი „სარგო,“ – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ კიცხში სტუმრობისას, – ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი დაფინანსებით შექმნილი საწარმო მხარდაჭერილია კოოპერატივების განვითარების სააგენტოსგან. „სარგო“ არის ნათელი მაგალითი, თუ რა წარმატება შეიძლება მოიტანოს წვრილი ფერმერული მეურნეობის გაერთიანებამ. ეს მიმართულება მნიშვნელოვანია და მხარს დავუჭერთ მომავალშიც.“
საქართველოში ჩეხეთის ელჩის, ტომას პერნიცკის, თქმით, მნიშნელოვანია, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა შვიდმა პიროვნებამ და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი.
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ იწყება ახალი სახელმწიფო პროგრამა მესაქონლეობის კოოპერატივების მხარდასაჭერად. ამ პროგრამის ფარგლებში „სარგო“ შეძლებს არა მხოლოდ რძისა და მაწონის, არამედ ყველის წარმოებას. ეს იქნება პირველი ნაბიჯი სრული საწარმოო ციკლის შესაქმნელად.
„სარგოს“ თანადამფუძნებელი გიორგი გველესიანი მოხარულია, რომ კოოპერატივი განვითარდება და მალე რძის სხვადასხვა პროდუქტების წარმოებას შეძლებს.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის