

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება მაქათუბანში საავტომობილო ხიდის მშენებლობას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ მაქათუბანში ხიდის მშენებლობისათვის გამოეყო 119.6 ათასი ლარი.
2013 წლის სექტემბერში ამ სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ სს „ქუთაისის მექანიკურ ქარხანასთან“, თანხით 94.0 ათასი ლარი. სამუშაოები 2013 წლის 17 ნოემბერს უნდა დამთავრებულიყო.
ხიდის მშენებლობის პროექტი შეიცავდა არსებით უზუსტობებს, რის გამოც მასში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. შეიცვალა ხიდის ძირითადი პარამეტრები, სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 10%-ით. ამის გამო სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა.
2014 წლის 17 დეკემბერს მშენებელმა სამუშაოები ჩააბარა მუნიციპალიტეტს (გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი 103.4 ათას ლარზე), მაგრამ ხიდის მშენებლობა არ იყო დასრულებული.
ხიდის დასასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 49.0 ათასი ლარი და 2014 წლის 10 დეკემბერს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება სს „ქუთაისის მექანიკურ ქარხანასთან“. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხიდის ლითონის კონსტრუქციის ტრანსპორტირებასა და მონტაჟს. სამუშაოები დასრულდა და ხიდი მუნიციპალიტეტს ჩაბარდა 2014 წლის 29 დეკემბერს. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 48.0 ათასი ლარი.
მაქათუბნის ხიდის მშენებლობისას პროექტში შეტანილმა კორექტირებებმა არსებითად შეცვალა ხიდის ძირითადი პარამეტრები: ერთმალიანიდან გადაკეთდა ორ-მალიანად, სიგრძე 15.1 მეტრის ნაცვლად გახდა 30.2 მეტრი, გაუარესდა ტვირთამწეობა: 10 ტონიდან შემცირდა 8 ტონამდე. ამ ცვლილებებმა გაახანგრძლივა სამუშაოების ვადა, სამუშაოები გაჭიანურდა, ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლის დაგვიანებით და შესაბამისად, აღნიშნული სიკეთით მოსახლეობამაც დაგვიანებით ისარგებლა.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“