

„გაზაფხული და დედის დღე“ – ამ თემაზე გაიმართა ხევის საბავშვო ბაღში ღია კარის დღე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ე. კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე, გაერთიანებაში შემავალი საბავშო ბაღების გამგეები და აღმზრდელები.
ღია გაკვეთილი ჩატარდა 5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (აღმზრდელი ლია კარჭაული, აღმზრდელის თანაშემწე ეკა კვირიკაშვილი). სკოლამდელები აქტიურად ჩაერთვნენ თემების განხილვაში. ლამაზად გაფორმებულ ოთახში ბავშვებმა ულამაზესი ღონისძიება მიუძღვნეს გაზაფხულსა და დედის დღეს.
„ყველაზე მეტად დედა გვიყვარს, დედაა ჩვენთვის ყველაზე ახლობელი, თბილი და საოცნებო ადამიანი“, – მიმართეს დამსწრეთ. შემდეგ სამშობლოსა და ღვთისმშობლის ცხოვრებაზე ისაუბრეს, შეასრულეს საგალობელი.
უსუპი ხაჩიძე
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების