
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ექიმები და ლაბორანტი დღეს ნადაბურსა და ხევში უმცროსკლასელებს პირის ღრუს ჯანმრთელობის კვირეულთან დაკავშირებით შეხვდნენ და ესაუბრენ.
„პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. 20 მარტს იმიტომ, რომ ბავშვს აქვს 20 სარძევე კბილი, ცხოვრების დასასრულს მოხუცებს უნდა ჰქონდეთ 20 კბილი; მარტი იმიტომ, რომ არის მესამე თვე და თუ ასე გამოვხატეთ – 3/20, გამოვა 32 კბილი და 0 კარიესი,“ – განმარტავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი თათია ბლუაშვილი და ამბობს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება ჯანსაღი კბილების შესახებ, რათა მეტი დრო დაეთმოს პირის ღრუს ჰიგიენას. აუცილებელია, რომ პირის ღრუს მოვლა ბავშვობიდან დავიწყოთ.
ექიმმა-პროფილაქტიკოსმა ნადაბურსა და ხევში უმცროსკლასელებს კბილების მოვლის მნიშვნელობა განუმარტა.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი