

დღეს, 15 მარტს, ხარაგაულის კინოთეატრში ფილმად გადაღებული სპექტაკლის, „დარისპანის გასაჭირის,“ ჩვენება გაიმართა.
ხარაგაულის სახალხო თეატრის „დარისპანის გასაჭირი“ სხლითში, ოლეგი, ცირა და ცისლალი მდინარაძეების სახლშია გადაღებული.
რეჟისორ ირინე ჩხეიძის თქმით, დისკზე ჩაწერილი ფილმი ხარაგაულის ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
ირინე ჩხეიძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრმა დაიწყო ახალი პროექტი „თეატრი სკოლისათვის.“
„პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ვფიქრობ, „დარისპანის გასაჭირის“ ეკრანიზაცია მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება მოსწავლეებისთვის. პროგრამით როდესაც ამ ნაწარმოებს ისწავლიან, საშუალება ექნებათ ნახონ ფილმი, – აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.
ვემზადებით თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერისთვის. ვიწვევთ მოსწავლეებს იმის გასაცნობად, თუ რა ხდება ფარდის მიღმა, – როგორ მუშაობენ მსახიობები, როგორ ახმოვანებენ თოჯინებს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლიდან უახლოეს ხანში დავიწყებ დაინტერესებულ მოსწავლეებთან შეხვედრებს და მათ გავაცნობ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის ისტორიას, მის დღევანდელობას, სამომავლო გეგმებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა იცნობდეს მშობლიური კუთხის საუკუნოვან თეატრს.“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი