

მოემზადეთ, ადამიანებო, ათასი სიბინძურის მოსმენისა და ნახვისთვის.
ჩემი ცხოვრების ნახევრის – 25 წლის გამოცდილებით – ახლა ყველაფერი მზის გულზე დაიდება, ცხვირწინ ჩამოეკონწიალება, აირევა, დაირევა… იმ ადამიანებს, რომელთაც პატივს სცემდით, ჯვარზე გააკრავენ, სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქამდეც ბევრი ბოროტება ჩაუდენიათ და მას ოსტატურად ფარავდნენ, დიდების პიედესტალზე შესვამენ.
ახლა გამოჩნდება, რომ ყველა ქველმოქმედია, ყველა სათუთია, კეთილია, დაუზარელია, საქვეყნო საქმეებზე მოთქვამს, უკამფეტო ბავშვებზე დარდობს..
ახლა გაიხსნება ტელეეთერი მედიდური და მენტორული ტონით, დიდაქტიკით, გულშემატკივრით, ჩემზე და თქვენზე “დაფიქრებული” დაყენებული სახეებით…
მოემზადეთ! ბევრი მოვა და კეთილი ღიმილით ჩაიხედავს თქვენს გახსნილ სულში.. ნიანგის ცრემლებს გადმოღვრის თქვენს ტკივილზე, ნწ,ნწ,ნწ-ო იტყვის თქვენი გაუსაძლისი მდგომარეობის ნახვაზე… შეგპირდებათ, დაგპირდებათ…
არ მოტყუვდეთ, ადამიანებო! – გახსოვდეთ, რომ არჩევნები მოდის და მორიგ ტალღას სურს კონვეიერზე ასვლა… მორიგი ნაკადი ემზადება ოჯახური კეთილდღეობისათვის, კარიერისთვის, იქედნურად გადმოხედვისთვის… არ დაგავიწყდეთ, რომ მორიგი ჯიპის მარჯვენა სავარძელი ემზადება ახალი საჯდომისთვის და ფანჯარა მარჯვენა ხელზე მიღებული “ხაზეინური ზაგარისთვის”…
არჩევნები მოდის! დღევანდელი დღეც ამის დასტური იყო…. ამიტომ დაიხშეთ თქვენი სასმენელი ყური და დაივსეთ საყურებელი თვალი, მერე კი მიდით საარჩევნო ყუთთან და ვისაც გული (და არა თვალი ან ყური) გიკარნახებთ, ის შემოხაზეთ. გული არასოდეს იტყუება!
გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი