

გეგმავს თუ არა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და რა ფორმით, – დასახელდება ისევ მაჟორიტარობის კანდიდატად თუ პარტიული სიით, – ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე ამბობს:
-ჯერჯერობით, ამ საკითხზე, საბოლოო მოლაპარაკება კოალიციაში არ დასრულებულა.
რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ და გადაწყვეტილებას, პარტიის სახელით ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი და ვინ გამსვლელ სიაში, იღებს პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის წევრი მეც ვარ. პარტიულ სიაზე და მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებაა საჭირო კოალიციის შიგნით.
პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკაში ვრჩები. პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სწორედ ის არის, რომ ამ პროცესში მყოფმა ადამიანმა, თუ ამისი შესაძლებლობები აქვს, მთავარ პოლიტიკურ აქტში – საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
1999 წლიდან ყველა საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობდი. იმ დროსაც, როცა კარგად ვიცოდი, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, წარმატების შანსები მცირე მქონდა. ვნახოთ, ახლა რა ფორმით ჩავერთვები საპარლამენტო არჩევნებში.
კოალიცია უახლოესი ორი თვის განმავლობაში მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს, – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ნინო კაპანაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში