

დღეს, 11 მარტს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში ტრადიციული საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. მათ შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მოცარტის, გლინკას, ცაბაძის, ფარცხალაძის, ჩაიკოვსკის, აზარაშვილის, ჩერნის, ბეთჰოვენის, ექსანიშვილის, გრიგის და სხვათა ნაწარმოებები შეასრულეს პირველი კლასის მოსწავლეებმა მართა და კესო გურგენიძეებმა, კესო და მარიამ იჩქიტიძეებმა, ლიზი მაღრაძემ, ლიკა ჩერქეზიშვილმა, ოლიკო ბარბაქაძემ, მარიამ დევდარიანმა, ნათია კაციტაძემ.
ივანოვას „საბავშვო ბლუზი“ შეასრულეს დათო ჩადუნელმა და მარიამ ტაბატაძემ. მსმენელი მოიხიბლა მეორე კლასელების ლიზი შარიქაძის, ნიკოლოზ მეიფარიანის, მარი ლაცაბიძის, მესამე კლასელების მარიამ ხაჩიძის, გიორგი კვირიკაშვილის, სერგი მაჭავარიანის შესრულებით. აზარაშვილის „გასეირნება“ მაღალი ოსტატობით შეასრულეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნია ფოფხაძემ და მარიამ ლურსმანაშვილმა. მერაბიშვილის „ხუმრობა“ და აზარაშვილის „ნოქტურნი“ შეასრულა მესამე კლასის მოსწავლე თეკლა ებანოიძემ.
აზარაშვილის „გაზაფხულის სიმღერა“ მე-3 კლასის მოსწავლემ თეო ჭიპაშვილმა შეასრულა. სულგანაბული უსმენდა დარბაზი მე-4 კლასელებს ქრისტინე ლაცაბიძეს, ქეთევან მანჯავიძეს, ელენე მესხს, მურმან ხიჯაკაძეს, მარიამ კალატოზს, ელენე ტალახაძეს, თამარ სებისკვერაძეს, მე-5 კლასელებს ლიზი ლაცაბიძესა და თამთა კიკნაძეს. რეხინის „ვალსი“ ააჟღერა მე-6 კლასის მოსწავლე ანა მეიფარიანმა, აზარაშვილის „ტანგო“ – მერვე კლასის მოსწავლე ანა მაჭავარიანმა, გრიგის „ნოქტურნი“ და ლომდარიძის „მთიულური“ – მე-6 კლასის მოსწავლე სალომე მაჭავარიანმა.
საგაზაფხულო კონცერტი სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა ომიაძის სიმღერით „საქართველო ჩვენია“ დააგვირგვინა.
სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და აღნიშნა, რომ საგაზაფხულო კონცერტი ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში თითქმის 20 წელია ტარდება.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“