

CENN-ის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის – „ფოტოსინთეზი 2016“ ნახევარფინალური ტური ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდნენ რაჭის, ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ფოტო კონკურსში ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, შალვა ნიორაძის ფოტომ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი ფეისბუქის მოწონებების მიხედვით გამოვლინდა, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები კი ჟიურიმ შეარჩია.
„როცა CENN-მა ფოტოკონკურსი გამოაცხადა, ჩვენი სკოლიდან შვიდი მოსწავლე ჩაერთო. შალვას ფოტოზე თავიდან ვამბობდით, – ხვლიკი რა გადასაღები იყოო, თუმცა პროფესიონალმა ჟიურმა აღნიშნა, რომ ეს ფოტო ყველა საკონკურსო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და იმერეთის რეგიონიდან მეორე ადგილის წოდებას ღირსეულად იკავებდა, – ამბობს შალვას პედაგოგი თეა ტალახაძე, – ორგანიზაცია CENN რეგიონის პირველ-მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეებს 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ბულაჩაურის ბანაკის საგზურით აჯილდოებს. ბავშვები ბანაკში დაისვენებენ და საინტერესო აქტივობებში ჩაერთვებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 19 მარტს თბილისში გამართულ დედამიწის საათში. მადლობა CENN-ს ამ სიხარულისთვის. შალვას წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატებაა.“
კონკურსის ფინალური ტური 21 მარტს თბილისში გაიმართება, სადაც გაიგზავნება რეგიონებში საპრიზო ადგილებზე გასული ფოტოები.
ვუსურვებთ შალვას და მის პედაგოგ თეა ტალახაძეს ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოპოვებას.
კონკურსის მიზანი გახლდათ ველური ბუნების ფირზე აღბეჭდვა. კონკურსის სლოგანია „ინადირე ფოტოკამერით.“
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი