
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტის ნათია კაციტაძის თქმით განათლების სამინისტროში შევიდა თხოვნა შპს „სისხლის ბანკისგან“, სისხლის გაღების აქციაში ჩართულიყვნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და მშობლები. ჩვენ შევატყობინეთ ყველა საჯარო სკოლას, მიეღოთ მონაწილეობა აქციაში“.
„აქციის ორგანიზატორია იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული სისხლის ბანკი, – ამბობს სისხლის ბანკის მენეჯერი თათია ვაჭრიძე ,- ვეძებთ სისხლის დონორებს და ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს უმზადდებათ სამკურნალო პრეპარატები. ასეთ აქციებს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდება თითოეულ პაციენტს. ეს აქცია, უკვე ოთხი წელია, ხორციელდება სხვადასხვა რეგიონებში, სახემწიფო სტრუქტურებში, კერძო დაწესებულებაში, აქტიურად არის ჩართული შს სამინისტრო, პრეზიდენტისა და პრემიერის აპარატი, – ამბობს თათია ვაჭრიძე.
მარელისის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი ეკა მაღრაძე თვლის, რომ ასეთი აქციები ხელს შეუწყობს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გამოჯანმრთელებას.
„საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რა რთულია, როცა სისხლი გჭირდება და ვერ შოულობ, – ამბობს მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ლომიძე, – ჩვენი მინიმალური დახმარება, დაავადებული ბავშვებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე ფიქრობს, რომ დღევანდელი აქცია აუცილებელია დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის: „ჩვენ თუ შეგვიძლია, ჩვენი გაღებული სისხლით მათ დახმარება გავუწიოთ, ამისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ.“
სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშომლებმა და საკრებულოს წევრებმა.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი