

ქართული კინოს მუსიკალური შედევრებით მიულოცეს ქალბატონებს დედისა და ქალთა დღეები ხარაგაულელმა მომღერლებმა.
„ქართული კინომუსიკა განსაკუთრებული ფენომენია, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, – ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა წყალობით კიდევ უფრო პოპულარული და დაუვიწყარია ქართული კინო. დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ვიხსენებთ სიმღერებს, რომელთა უმრავლესობა ქალს, სიყვარულს, გაზაფხულს ეძღვნება.“
…და ჟღერდა დარბაზში ანდრია ბალანჩივაძის, დიმიტრი არაყიშვილის, არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, სულხან ცინცაძის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძის უკვდავი მელოდიები ქართული ფილმებიდან.
სიმღერების არაჩვეულებრივად შესრულებისთვის ტაში და ოვაცია დაიმსახურეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა გუნდმა (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე), თიკო ჯანიაშვილმა, სალომე კვირიკაშვილმა, თიკო და თამარ ლურსმანაშვილებმა, მადონა შველიძემ, მაია ბერაძემ, ანა მაჭავარიანმა, გიორგი მაქაძემ.
მაყურებელში განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ვასილ კიკნაძის, დავით კვირიკაშვილისა და ირინე ჩხეიძის შესრულებულმა სიმღერამ კინოფილმიდან „ყვარყვარე თუთაბერი.“
სცენაზე ცოცხლად შესრულებულ სიმღერებს ქართული ფილმების ვიდეოკოლაჟები ცვლიდა.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი