

იმედა, ირმა, იოსები, ირინა, თეონა, – ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი ქალბატონი ლალი წიქარიშვილი ხუთი შვილის დედა და 15 შვილიშვილის ბებიაა.
ამ ფოტოზე ლალი ბებოსთან ერთად მხოლოდ 12 შვილიშვილია აღბეჭდილი.
შვილიშვილთაგან უფროსი, – ირმას ვაჟი, გიორგი, – 17 წლისაა, ხოლო ნაბოლარა, – ფოტოზე ბებოს რომ უზის კალთაში, თეონას შვილი, მიქაელი, – 4 თვის.
ორმოცი წლის წინ შექმნა ქალბატონმა ლალი წიქარიშვილმა ოჯახი ხუნეველ იური ღონღაძესთან ერთად.
შვილებითა და შვილიშვილებით მდიდარია ქალბატონი ლალი. ვერანაირი განსაცდელი და ცხოვრებისეული დაბრკოლება ვერ გადაწონის მათგან მიღებულ სითბოსა და სიყვარულს.
ღმერთმა ამრავლოს და გააძლიეროს ჩვენს ირგვლივ მრავალშვილიანი და პატარებით სავსე ბედნიერი ოჯახები.
ფოტოზე: ლალი წიქარიშვილი ქალიშვილებთან – თეონა, ირინა, ირმა ღონღაძეებთან – ერთად
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი