

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გამგეებს, მზარეულებს, მათ თანაშემწეებსა და ექთნებს ჰიგიენის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა რეზო კობახიძემ და ინტიტუტის თანამშრომლებმა დამსწრეთ გააცვნეს ჰიგიენის ის აუცილებელი პირობები და ნორმები, რაც მათ უნდა დაიცვან აღსაზრდელთათვის უვნებელი საკვების მოსამზადებლად.
ტრენინგი განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებითა და ხელშეწყობით გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძის ინფორმაციით, ტრენინგის თემა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციასთან და ბაღების კოლექტივებთან გასაუბრების შემდეგ შეირჩა.
ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მიიღეს საკვების დამუშავებისას ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. მიღებული ინფორმაცია კი მათ ყოველდღიურ საქმიანობას უფრო მეტად გააუმჯობესებს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი