

გაზაფხულის მშვენიერი დღესასწაულების ორიგინალურად მილოცვის იდეა შესთავაზა ხარაგაულის სკოლების მეოთხე-მეექვსე კლასელებს ისტორიულმა მუზეუმმა (დირექტორი ნინო დიდიძე).
„ვფიქრობ, ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდებათ მოტივაცია იყვნენ უფრო მეტად კრეატიულები, ისწავლონ ურთიერთპატივისცემა, ხელი გაიწაფონ სხვადასხვა ნაკეთობების დამზადებაში, გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები, – დაწერონ პატარა მოთხრობა, ჩანახატი, ლექსი, დახატონ ან შექმნან ხელგარჯილობის ნიმუშები,“ – ამბობს პროექტის იდეის ავტორი, მუზეუმის დირექტორის მოადგილე ეკა შველიძე.
პატარებმა ნამდვილად განსაკუთრებული მისალოცი ბარათები შექმნეს.
„დედა, გილოცავ 8 მარტს – ქალთა დღეს. მინდა რომ იყო ბედნიერი შენს ოჯახთან ერთად, გისურვებ წარმატებებს,“ – დაწერა ერთმა მოსწავლემ.
„დედა, საუკეთესო ხარ, ყველაზე, ყველაზე, ძალიან მიყვარხარ. შენ მასწავლე კითხვა, სიარული, ლაპარაკი და უფროს ადამიანებთან კავშირის გაბმა, რათა უფრო მეტი გავიგო მათგან. შენი და შენი მეგობრების მხარდაჭერით მივიღე სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა და ამისთვის მადლობელი ვარ. გილოცავ…“ – ასეთი სიტყვებით მოეფერა პროექტის ერთ-ერთი მონაწილე დედას.
პროექტის რამდენიმე მონაწილემ არც ბებია და დები დაივიწყა, – მათაც მიუძღვნეს სიყვარულით სავსე სიტყვები და ულამაზესი ღია ბარათები.
პატარები თავის დედიკოებს საკუთარი ხელით შექმნილი ღია ბარათებით 8 მარტს დაასაჩუქრებენ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი