

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ბიუროს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომები გაიმართა.
რიგგარეშე სხდომების მოწვევის საფუძველი საფეხბურთო გუნდისთვის დაფინანსების წესის ცვლილება გახლდათ, რომელიც მთავრობამ 26 თებერვალს დაამტკიცა.
ბიუროს წევრმა გელა გოლუბიანმა უკანონოდ მიიჩნია რიგგარეშე სხდომების მოწვევა და ეს მთავრობისგან თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევად ჩათვალა.
საბიუჯეტო ცვლილება საკრებულოს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ფონდების სახსრების ნაშთიდან 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებში უნდა მიიმართოს 245 128 ლარი. აქედან გზის მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლუატაციისთვის – 241 928 ლარი; მათ შორის, ხარაგაული-ფარცხნალის გზის სარეაბილიტაციოდ – 230 000 ლარი. გზების რეაბილიტაციაზე მიიმართება ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი 628 ლარი და 11 300 ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებიდან დარჩენილი 3 200 ლარი მიიმართება წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად – 2 400 ლარი ღირებულების წყლის მილებს შეუძენენ ბაზალეთის მოსახლეობას, 800 ლარისას კი – ახალსოფელში ხარაძეებისა და თაბუკაშვილების უბნების მოსახლეობას.
2016 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან 2016 წლის ხარჯებში მიიმართება 11 000 ლარი. აქედან 10 ათასი ლარი საკრებულოს ხარჯებში – შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების ხარჯების შესავსებად, 1000 ლარი კი – ა(ა)იპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის სუბსიდიის ხარჯებში გაუთვალისწინებელი კომუნალური ხარჯების ასანაზღაურებლად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა – 685 300 ლარი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა მხარი არ დაუჭირა საკრებულოსთვის ხარჯების გაზრდას.
„საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს ხოლმე, – ადამიანებს თუ დავასაქმებთ, მათზე უნდა იყოს თავიდანვე განსზღვრული ხელფასიო. სამწუხაროდ, ის თავად არის ახლა ამ ცვლილების ინიციატორი,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, „ბიუჯეტის დამტკიცებისას ისე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვერ დავიანგარიშეთ საკრებულოს მძღოლის, პირადი მდივნისა და კომისიების საქმიანობის ხელშეწყობისთვის დასაქმებული პირისთვის წლის ბოლომდე გასაცემი თანხა. ეს არ მომხდარა რომელიმე კომისიის თავმჯდომარის მიზეზით. ფინანსური რესურსი სხვა საშუალებას არ იძლეოდა და მოხდა ისე, როგორც მოხდა.“
7 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მუდმივმოქმედი კომისიის ანგარიშებს, საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ცვლილებას. დეპუტატები იმსჯელებენ, მისცენ თუ არა თანხმობა გამგებელს კულტურის ცენტრისთის კინოთეატრის შენობის გადაცემაზე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის თანხების განაწილებაზე.
14 მარტს დაგეგმილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. დეპუტატები მოისმენენ მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშს 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, განიხილავენ საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებას და სარეზერვო ფონდის განკარგვის წესს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“