
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ხანგრძლივად იმსჯელეს იმ საბიუჯეტო ცვლილებაზე, რომლითაც საფეხბურთო გუნდის „ჩხერიმელა 2009“ – დაფინანსების წესი შეიცვლება.
საბიუჯეტო ცვლილების საფუძველი მთავრობის 26 თებერვლის დადგენილებაა. ამ დადგენილებით დამტკიცდა საქართველოში ფეხბურთის განვითარების 2016-2020 წლების სახელმწიფო პროგრამა.
პროგრამის მიზნების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხა უნდა მიიმართოს ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში.
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადარიცხული თანხა ჯამურად არ უნდა იყოს 2015 წელს ამ მიზნით გაწეულ თანხაზე ნაკლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, 1 მარტის მდგომარეობით ხარაგაულის საფეხბურთო გუნდის სუბსიდიაში დარჩენილია 102 500 ლარი. მისივე თქმით, გასულ წელს „ჩხერიმელა 2009“ 250 ათასი ლარით დაფინანსდა. ამიტომ წლის განმავლობაში ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა ისევ გახდება საჭირო.
ვარლამ თავზარაშვილმა საკრებულოს ბიუროს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე აღნიშნა, რომ ის ესწრებოდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაციას. მისივე თქმით, თანხების ხარჯვაზე მკაცრი კონტროლი დაწესდება და შტატებსაც თითოეული კლუბისთვის განსაზღვრავს ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა საფეხბურთო გუნდი დაფინანსდება თანაბრად და ექნებათ ერთნაირი პირობები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მუნიციპალიტეტებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.
რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, ეტაპობრივად მოხდება მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია და ეცნობებათ მისი ქონების განკარგვის წესი.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი